ფეხბურთი

16:55 | 29.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

"მილანი" მონტელას ნდობას უცხადებს

ტურინის "იუვენტუსთან" წაგების შემდეგ, "მილანის" ხელმძღვანელობა გუნდის თავკაცის ვინჩენცო მონტელას გათავისუფლებას არ აპირებს. აღნიშნული ინფორმაცია Sky Sport Italia ავრცელებს.

"ბებერ ქალბატონებთან" "როსონერიმ" "სან სიროზე" 0:2 წააგო, ამ შეხვედრის შემდეგ კი კლუბის გენერალური და სპორტული დირექტორები მარკო ფასონე და მასიმილიანო მირაბელი 43 წლის სპეციალისტს შეხვდნენ და გუნდის მომავალ გეგმებზე ესაუბრნენ.

"მილანმა" იტალიის ჩემპიონატის 11 მატჩიდან 5 წააგო და 16 ქულით სატურნირო ცხრილში ჯერჯერობით მერვე ადგილზე იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110918