ფეხბურთი

2:41 | 29.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

იგუაინის წარმოდგენა საფეხბურთო "ლა სკალაში" (+VIDEO)

ეს იყო ერთი კაცის წარმოდგენა. გონსალო იგუაინმა ყველა კრიტიკოსი დაადუმა, ყოველშემთხვევაში ცოტა ხნით მაინც. გადაივსო “სან სირო” და ადგილობრივ ტიფოზებს იმედი ჰქონდათ, რომ “მილანი” მოახერხებდა “იუვენტუსის” ძლევას, მაგრამ კლასში სხვაობა აშკარა იყო – “იუვემ” თავისი საგოლე მომენტები მაქსიმალურად გამოიყენა, “როსონერიმ” კი ამის გაკეთება ვერ შეძლო და ლოგიკური შედეგიც დაფიქსირდა.

ვინჩენცო მონტელამ ნაცადი ტაქტიკით ითამაშა (3-4-2-1), თუმცა ამჯერზეც არ გაამართლა ამ სვლამ. აშკარაა, რომ “აეროპლანინოს” სასწრაფოდ სხვა რამ აქვს მოსაფიქრებელი, თორემ მისი დრო ამოიწურება. “მილანმა” თამაში მკაცრი პრესიგით დაიწყო. სხვათა შორის, ამან შედეგი თავიდან გამოიღო და “იუვენტუსს” ძალიან უჭირდა ბურთის კონტროლი. მეტიც, საკუთარი საჯარიმოს სიახლოვეს ხშირად კარგავდა. თუმცა, მე-15 წუთისთვის “ბებერმა ქალბატონმა” შეძლო მეტოქის მარწუხებისგან თავის დაღწევა და თამაშიც გათანაბრდა. როგორც კი “იუვემ” მეტოქის ნახევარზე შეძლო თამაშის გადატანა, მაშინვე გოლი გავიდა: პაულო დიბალამ გონსალო იგუაინი მოძებნა, რომელსაც ალესიო რომანიოლიმ ხელი ვერ შეუშალა და “პიპიტამ” ძლიერი დარტყმით აიღო ჯანლუიჯი დონარუმას კარი – 0:1.

საპასუხოდ კი “მილანი” ვერ ახერხებდა ღირებულის შექმნას. ასე გაილია პირველი ტაიმი, თუმცა, ბოლო წუთზე მასპინძლებს ყველაზე რეალური შანსი მიეცათ: ნიკოლა კალინიჩი კათან ორ მეტრში დარჩა და თითქოს უნდა გაეტანა, მაგრამ ხორვატმა მხოლოდ ხარიხას დაუმიზნა. ჰაკან ჩალჰანოღლუ ამატებდა, მაგრამ დანიელე რუგანი გადაეღობა და ტაიმიც დასრულდა.

მეორე ნახევარიც პირველის ანალოგი გამოდგა. იმ განსხვავებით, რომ უკვე იტალიის ჩემპიონი სრულად აკონტროლებდა სიტუაციას. კვადვო ასამოას პასი დიბალამ ჭკვიანურად გაატარა და იგუაინმა მიიღო, არგენტინელს ბევრი არ უფიქრია და დონარუმას ისევ მარცხენა დაბალ კუთხეში გაუტანა. თამაშიც აქ დასრულდა. “იუვეს” მეტი არაფერში სჭირდებოდა, “მილანს” კი ძალა არ ჰქონდა სიტუაციის შესაცვლელად. ამრიგად, “იუვენტუსი” ნაპოლის” გაუტოლდა. თუმცა, კამპანიელებს ერთი თამაში მარაგში აქვთ. “მილანზე” კი რა გვეთქმის, რთულ სიტუაციაშია და შარშანდელ სეზონში, 11 ტურის მერე ბევრად კარგი სტარტი ჰქონდა. აქვე გეტყვით, რომ მონტელას გუნდს საკუთარ მოედანზე გოლი უკვე მიჯრით ოთხი თამაშია არ გაუტანია (“რომა”, “ჯენოა”, აეკ, “იუვენტუსი”). გონსალო იგუაინმა კი სერია A-ში მე-100 და 101-ე გოლები გაიტანა. ეს ყველაფერი არგენტინელმა 153 შეხვედრაში მოასწრო – ჩინებული შედეგია. სხვათა შორის, “პიპიტა” ბოლო ოც წელიწადში ზლატან იბრაჰიმოვიჩის შემდეგ გახდა მეორე ფეხბურთელი, რომელმაც ტოპ 5 ჩემპიონატიდან ორში მოახერხა მინიმუმ 100 გოლის გატანა.

მორიგი მატჩი მოიგო “რომამ” და უკვე ჩვეული ანგარიშით – 1:0. “ჯალოროსიმ” მიმდინარე სეზონში მსგავსი ანგარიშით მეოთხედ მოიგო. მართალია, ეუსებიო დი ფრანჩესკო გუნდი ძალიან ცოტა გოლს იტანს, მაგრამ ბალანსირებას ახერხებს და ასევე ცოტას უშვებს. “ბოლონიასთან” “მგლებს” სტეფან ელ შაარავის გოლი ეყოთ. გოლი, რომელიც ძალიან ლამაზი გამოვიდა. კუთხურის შემდეგ ერთი შეხებით შეაგდო. “რომაც” ლიდერებშია. გამოტოვებულ მატჩს თუ მოიგებს “სამპდორიასთან”, ლიდერთან ჩამორჩენა სულ რაღაც ქულა იქნება.

“მილანი” – “იუვენტუსი” 0:2 (0:1) VIDEO

მილანი, “სან სირო”

მაყურებელი: 78 328

“მილანი” (3-5-2): დონარუმა; ძაპატა, რომანიოლი, როდრიგესი; აბატე (ლოკატელი 61), კესი, ბილია (ანტონელი 61), ჩალჰანოღლუ (ანდრე სილვა 77), ბორინი; სუსო, კალინიჩი

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

“იუვენტუსი” (4-2-3-1): ბუფონი; ლიხშტაინერი (ბარძალი 65), რუგანი, კიელინი, ასამოა (ალექს სანდრო 70); ხედირა (მატუიდი 81), პიანიჩი; კუადრადო, დიბალა, მანჯუკიჩი; იგუაინი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლები: 0:1 იგუაინი (23), 0:2 იგუაინი (63)

გაფრთხილება: კესი (32), ძაპატა (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (6) – 8 (4) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 5:6 თამაშგარე: 4:3

მსაჯი: პაოლო ვალერი

“რომა” – “ბოლონია” 1:0 (1:0)

რომი, “სტადიო ოლიმპიკო”

მაყურებელი: 35 000

“რომა” (4-3-3): ალისონი; ფლორენცი, ფაციო, ჟუან ჟესუსი, ბრუნო პერესი (მორენო 70); პელეგრინი, დე როსი, სტროტმანი; დეფრელი (პეროტი 59), ჯეკო, ელ შაარავი (ჟერსონი 83)

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

“ბოლონია” (4-3-3): და კოსტა; კრაფტი, გონსალესი, ჰელანდერი, მაზინა; პოლი (დონსა 81), პულგარი, ნადი (ფალეტი 57); ვერდი, პეტკოვიჩი (დესტრო 88), დი ფრანჩესკო

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

გოლები: 1:0 ელ შაარავი (33)

გაფრთხილება: დე როსი (71) – პოლი (48), პულგარი (50), პეტკოვიჩი (69), ჰელანდერი (72)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (5) – 6 (3) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 7:5 თამაშგარე: 3:5

მსაჯი: მიშელ ფაბრი

ბომბარდირები: ჩირო იმმობილე (“ლაციო”) – 13 გოლი, პაულო დიბალა (“იუვენტუსი”) – 11, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 11, დრის მერტენსი (“ნაპოლი”) – 9, ედინ ჯეკო (“რომა”) – 7.

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.458077