ფეხბურთი

13:54 | 28.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფურიო ვალკარეჯი: “დიბალა “ნაპოლის” ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდებოდა”

იტალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ემანუელე ჯაკერინი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე ძალიან კარგად თამაშობდა, თუმცა მას მერე იტალიელი ფეხბურთელი სათამაშო პრაქტიკის დეფიციტს განიცდის. ჯაკერინი “ნაპოლის” წვერია, მაგრამ იმდენად იშვიათად ჩნდება მოედანზე, რომ ხშირად მისი არსებობა საფეხბურთო სამყაროს ავიწყდება კიდეც.

უთამაშებლობასთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრება გამოთქვა ჯაკერინის აგენტმა ფურიო ვალკარეჯიმ:

“პრობლემა იმაშია, რომ “ნაპოლის” სამი დიდებული შემტევი ჰყავს. ჩემი კლიენტი მეტ დროს იმსახურებს, მაგრამ ამ ფორმაციის “ნაპოლის” ძირითად შემადგენლობაში პაულო დიბალამც ვერ მოხვდებოდა”, - მიაჩნია ვალკარეჯის.

ემანუელე ჯაკერინი “ნაპოლიში” 2016 წლის ზაფხულში “ბოლონიადან” გადავიდა. 32 წლის ფეხბურთელმა მას მერე კამპანიელთა მაისური 20 შეხვედრაში მოირგო და გოლის გატანა ერთხელ მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104079