გაიმართა ლიგა3-ის მორიგი ტური და როგორც წესი, ყოველთვის ვაშუქებთ: მოკლედ, მაგრამ მაინც. ლიდერი “შევარდენი” ამჯერად მოგების გარეშე დარჩა, კერძოდ, ქედის “ბეთლემთან” გასვლაზე 1:1-ს დასჯერდა და ოთხქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს.
ისე, მხოლოდ სამი ტური დარჩა, გიორგი კიკნაძის გაწვრთნილ “შევარდენი” აშკარა ფავორიტია.
“თელავმა” შინ 3:0 აჯობა თასის ნახევარფინალში გასულ ხონის “იმერეთს”, ხოლო “ნორჩ დინამოს” ჩხოროწყუს “სამეგრელოსთან” გასვლაზე არ გასჭირვებია – 5:1.
ბოლო პერიოდში სულ იგებს “გარდაბანი”, ამჯერადაც 4:0 გაიმარჯვა და მეოთხე პოზიციაზეა. საეჭვოა, რომ სამეულში შევიდნენ გარდაბნელები, რადგან ჩამორჩენა ხუთი ქულაა. “მარკ სტარსმა” კი 4:0 აჯობა “ჭიათურას”. ტურის ხუთი მატჩიდან ოთხი დიდი ანგარიშით დასრულდა...
შეგახსენებთ, პირველადგილოსანი პირდაპირ გადავა ლიგა2-ში, ხოლო მეორე და მესამეზე გასულები ლიგა2-ის მერვე და მეცხრე საფეხურებზე გასულებს შეხვდებიან პლეი ოფში.
თელავი – იმერეთი (ხონი) 3:0
მარკ სტარსი (თბილისი) – ჭიათურა 4:0
სამეგრელო (ჩხოროწყუ) – ნორჩი დინამო (თბილისი) 1:5
ბეთლემი (ქედა) – შევარდენი (თბილისი) 1:1
კოლხეთი (ხობი) – გარდაბანი 0:4
მომდევნო ტური 3 ნოემბერს შედგება: შევარდენი – სამეგრელო, ნორჩი დინამო – ჭიათურა, იმერეთი – მარკ სტარსი, კოლხეთი ხობი – თელავი, გარდაბანი - ბეთლემი
| 15 | 10 | 4 | 1 | 30 | 10 | 20 | 34 | |
| 15 | 9 | 3 | 3 | 37 | 19 | 18 | 30 | |
| 15 | 9 | 3 | 3 | 46 | 14 | 32 | 30 | |
| 15 | 7 | 4 | 4 | 27 | 14 | 13 | 25 | |
| 15 | 6 | 2 | 7 | 28 | 26 | 2 | 20 | |
| 15 | 5 | 5 | 5 | 12 | 16 | -4 | 20 | |
| 15 | 5 | 2 | 8 | 12 | 21 | -9 | 17 | |
| 15 | 3 | 4 | 8 | 9 | 31 | -22 | 13 | |
| 15 | 2 | 4 | 9 | 14 | 37 | -23 | 10 | |
| 15 | 1 | 5 | 9 | 12 | 39 | -27 | 8 |







