კალათბურთი

12:10 | 26.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

დიქსონის ორმაგი დუბლი და გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში "ესტუდიანტესთან"

მაიკლ დიქსონის „სტრასბურმა“ ფიბას ჩემპიონთა ლიგაში უმნისვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა და ამაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ამერიკელი უკანახაზელის წვლილი უდიდესია. ფრანგულმა კლუბმა ესპანურ „ესტუდიანტესს“ უმასპინძლა და 3 ქულით - 77:74 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების ამერიკელი უკანახაზელი სასტარტო ხუთეულში იყო და ორივე გუნდის რიგებში ყველაზე მეტხანს (30:13) ითამაშა. აღნიშნულ დროში მაიკლმა 6-დან 4 ორქულიანი, 3-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო და 13 ქულას, 10 პასი და 5 მოხსნა წაამატა.

დიქსონმა ბურთი 2-ჯერ დაკარგა, მხოლოდ 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 21-ს გაუტოლდა, რაც შეხვედრის საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.

“სტრასბურგი” ჩემპიონთა ლიგის C ჯგუფში მესამე ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 1 ნოემბერს, იტალიაში, ასევე 2 გამარჯვების მქონე “უმანა რეიერ ვენეციასთან” გამართავს.

GBF.GE

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.07683