კალათბურთი

13:14 | 24.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას 2 ქულა, 7 მოხსნა და გამარჯვება "დალასთან"

ზაზა ფაჩულიას „გოლდენ სტეიტმა“ ნბა-ს რეგულარულ ჩემპიონატში გამარჯვება მოიპოვა და მოგება-წაგებების რაოდენობა გაითანაბრა. ოკლენდელებმა მორიგი მატჩი ტეხასში, ფაჩულიას ყოფილ გუნდ „დალასთან“ გამართეს და საკმაოდ იოლად - 133:103 იმარჯვეს.

ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 14 წუთი გაატარა. ფაჩულიამ 3-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, სამაგიეროდ ფარზე კარგად იმუშავა და შეხვედრა 7 მოხსნით დაასრულა.

რაც შეეხებათ ლიდერებს, 29 ქულით სტეფ კარი გამოირჩა, 25 ქულა დააგროვა კევინ დიურანტმა, ხოლო კლეი ტომპსონის ანგარიშზე 21 ქულა დაგროვდა. 2 მოგებითა და 2 წაგებით „გოლდენ სტეიტი“ დასავლეთ კონფერენციის მე-8 საფეხურზეა და მორიგ შეხვედრას 26 ოქტომბერს, შინაურ „ორაკლ არენაზე“ ჩაატარებს.

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115827