კალათბურთი

0:09 | 23.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

მანუჩარ მარკოიშვილის 13 ქულა სერია A-ში

იტალიის სერია A-ს მეოთხე ტურში მორიგი მატჩი წააგო მანუჩარ მარკოიშვილის “რეჯანამ”. რეჯიო ემილიელები საკუთარ მოედანზე “კაპო დ’ორლანდოსთან” დამარცხდნენ – 69:75.

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში იყო და პარკეტზე მსუყე დროც დაჰყო – 34 წუთი. ხსენებულ დროში მანუჩარმა 13 ქულა, 3 მოხსნა, 3 ჩაჭრა და 2 პასი დააგროვა.

მარკოიშვილმა ოთხიდან ორი ორქულიანი და ათიდან სამი სამქულიანი ჩააგდო. თანაგუნდელთა შორის, ჩვენებურზე უფრო შედეგიანი მხოლოდ ამადეო დელა ვალე გახლდათ, რომლის ანგარიშზე 26 ქულაა.

“რეჯანა” ოთხი ტურის თავზე მოუგებლად ასპარეზობს და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-15 ადგილზე იმყოფება. მარკოიშვილი და მისი თანაგუნდელები მომდევნო მატჩს 29 ოქტომბერს, “ტრენტოსთან” გამართავენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115114