კალათბურთი

14:35 | 22.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ჰიუსტონის” მესამე გამარჯვება, ადეტოკუმბოს 44 ქულა

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის თერთმეტი შეხვედრა გაიმართა.

დაბალშედეგიანი მატჩი გამოვიდა ჩიკაგოში, სადაც “ბულზი” “სან ანტონიოსთან” 77:87 დამარცხდა. მატჩში გარდამტეხი მესამე მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც ტეხასელებმა 24:17 მოიგეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშე “ სან ანტონიოს” ცენტრი ლამარკუს ოლდრიჯი გახლდათ, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა 28 ქულა, 10 მოხსნა. “ჩიკაგოში” 16 ქულით რობინ ლოპესი გამოირჩა. მიმდინარე სეზონში “სან ანტონიოს” ორიდან ორი მოგება აქვს, ხოლო “ხარებს” ორიდან ორი წაგება.

მოულოდნელად “კლივლენდი” შინ “ორლანდო მეჯიქთან” 93:114 განადგურდა. “ორლანდომ” მატჩის ბედი პირველსავე პერიოდში გადაწყვიტა (18:36). “ორლანდოში” მონტენეგროელი ცენტრი ნიკოლა ვუჩევიჩი 23 ქულით გამოირჩა. ლებრონ ჯეიმსს 22 ქულა ჰქონდა.

ტეხასურ დერბში” “ჰიუსტონ როკეტსმა” შინ “დალას მავერიკსი” 107:91 დაამარცხა და მიმდინარე სეზონი სამიდან სამი მოგება დაუგროვდა. “ჰიუსტონში” ტრადიციულად ჯეიმს ჰარდენი გამოირჩა. “ბაბუაწვერამ” 29 ქულა, 7 პასი და 3 მოხსნა მიითვალა. “დალასში ყველაზე მეტი 19 ქულით ბარეამ ჩააგდო.

“მილოუკმა” საკუთარ დარბაზში” პორტლენდს” 113:110 აჯობა. “ბაქსის” ბერძენმა ფორვარდმა იანის ადეტოკუმბომ კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი 44 ქულა დააფიქსირა. იანისმა 19-დან 16 ორქულიანი, 4-დან ერთი სამქულიანი და 13-დან 9 საჯარიმო სროლა ჩააგდო.

“ტორონტო” – “ფილადელფია” 128:94 (36:19, 26:30, 40:22, 26:23)

https://www.youtube.com/watch?v=1YEBhI23L8Q

“ჩიკაგო” – “სან ანტონიო” 77:87 (21:19, 17:22, 17:24, 22:22)

https://www.youtube.com/watch?v=7MDeBqOXnBM

“კლივლენდი” – “ორლანდო” 93:114 (18:36, 27:20, 20:32, 28:26)

https://www.youtube.com/watch?v=aHwU557OjeY

“ჰიუსტონი” – “დალასი” 107:91 (33:20, 29:19, 30:19, 15:33)

https://www.youtube.com/watch?v=56PmtRmlBWE

“მემფისის” – “გოლდენ სტეიტი” 111:101 (31:26, 25:25, 32:20, 23:30)

https://www.youtube.com/watch?v=rMY2ApYTgGs

“მაიამი” – “ინდიანა” 112:108 (26:31, 37:19, 28:26, 21:32)

https://www.youtube.com/watch?v=hD_zm7OBXYs

“ნიუ იორკი” – “დეტროიტი” 107:111 (28:19, 36:32, 16:28, 27:32)

https://www.youtube.com/watch?v=Y2lSZ3v5B7E

“მილოუკი” – “პორტლენდი” 113:110 (24:26, 36:29, 24:25, 29:30)

https://www.youtube.com/watch?v=8CphmCyUV0Y

“დენვერ ნაგეტსი” – “საკრამენტო” 96:79 (17:18, 25:16, 24:18, 30:27)

https://www.youtube.com/watch?v=GsOMttEKRGA

“იუტა” – “ოკლაჰომა” – 96:87, 21:14, 23:20, 29:23, 23:30)

https://www.youtube.com/watch?v=W4Pj_g4p9To

“კლიპერსი” – “ფინიქსი” 130:88 (23:18, 35:26, 32:20, 40:24)

https://www.youtube.com/watch?v=VoP39lGD9Ko

თეგებინბა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.070308