კალათბურთი

10:24 | 21.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ზაზა ფაჩულიას სეზონის პირველ ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა

NBA-ს მოქმედმა ტრიუმფატორმა "გოლდენ სტეიტმა" ახალ სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა. სტივ კერის გუნდი ნიუ ორლეანში ჩავიდა და ადგილობრივ "პელიკანსს" 128:120 მოუგო. აღნიშნულ გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა საქართველოს ნაკრების ექსკაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ.

ზაზამ 20 წუთი ითამაშა ძალიან ახლოს იყო მიმდინარე სეზონში პირველ ორმაგ დუბლთან - ჩვენებურს ერთი ზუსტი სტყორცნა და ერთი მოხსნა დააკლდა: 8 ქულა, 9 მოხსნა, 1 ჩაჭრა. ფაჩულიამ სამჯერ ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა, ორიდან ორი საჯარიმო გამოიყენა, ხოლო ექვსიდან ორი ორქულიანი მოათავსა კალათში.

"უორიორზს" კლეი ტომპსონმა ულიდერა 31 ქულით. სტეფ კარიმ შეხვედრა 28 ქულითა და 8 პასით დაასრულა, ხოლო კევინ დურანტის ანგარიშზე 22 ქულა, 8 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 7 დაფარებაა.

"გოლდენ სტეიტ უორიორზის" მონაგარი ორი ტურის მერე მოგება-წაგებაა. "მეომრები" მომდევნო შეხვედრას 22 ოქტომბერს, "მემფის გრიზლისთან" ჩაატარებენ.

0.131986