ფეხბურთი

10:00 | 21.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა კაჭარავას საგოლე პასმა "კორონას" ლიდერთან ქულა მოაპოვებინა (+VIDEO)

პოლონეთის ექსტრაკლასას XIII ტურში საგოლე პასით გამოიჩინა თავი ნიკა კაჭარავამ. ქართველი ფეხბურთელის კარგმა თამაში დიდად განაპირობა ის, რომ “კორონა” სტუმრად ლიდერ “გორნიკთან” არ დამარცხდა – 3:3.

კაჭარავა სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა და მოედანზე 59-ე წუთზე გამოჩნდა. იმ დროისთვის “კორონას” მდგომარეობა თითქოს უიმედო იყო – 1:3. თუმცა, 75-ე წუთზე გორან ცვიანოვიჩმა შორეული დარტყმით შეამცირა სხვაობა, ხოლო 86-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა:

კაჭარავმ მცველს პოზიცია მოუგო, მარჯვენა ფლანგიდან კარის გასწვრივ კარგი გადაცემა გააკეთა და იაცეკ კიელბმა ერთი შეხებით გაიტანა – 3:3. “კორონას” 13 ტურის თავზე 19 ქულით მეექვსე ადგილი უკავია.

რაც შეეხება ნიკა კაჭარავას – 23 წლის ქართველი ფორვარდი მიმდინარე სეზონში ტრავმის გამო ხშირად ვერ თამაშობს. ეს მისი მეოთხე მატჩი იყო მხოლოდ და გოლი არ გაუტანია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116509