ძიუდო

18:40 | 19.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ნინიაშვილი და გრიგალაშვილი რეპეშაჟის ფინალში იჭიდავებენ

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრებმა ბაგრატ ნინიაშვილმა (66 კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (73 კგ) ზაგრებში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე უმაღლესი ტიტულისთვის ბრძოლის შანსი ნახევარფინალში დაკარგეს და ფინალურ ბლოკში ორივე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

ნინიაშვილი რეპეშაჟის ფინალში იტალიელ მანუელ ლომბარდოს დაუპირისპირდება. გრიგალაშვილის მეტოქე კი ბრაზილიელი დავიდ ლიმა იქნება.

დღესვე, მსოფლიოს კონკურენციაში საქართველოს გოგონათა ნაკრების წევრი ეთერ ლიპარტელიანიც (57 კგ) ჩაერთო, მაგრამ შეჯიბრებას მერვედფინალიდან გამოეთიშა.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119315