ფეხბურთი

18:33 | 19.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედომ” ბეწვის ხიდზე გაიარა

ქუთაისის “ტორპედომ” ფოთში 2:1 სძლია “კოლხეთს” და ისევ ფეხდაფეხ მისდევს თბილისის “დინამოს”. კახა ჩხეტიანის გუნდს რთული მატჩი ჰქონდა და საბოლოოდ, 77-ე წუთზე გატანილი პენალტით მოიგო. ვლადიმირ კორობკა წააქციეს, თეთრი ნიშნულიდან კი გიორგი კუხიანიძემ ტექნიკურად, პანენკას სტილში დაარტყა.

მანამდე ორი დაახლოებით ერთნაირი გოლი გავიდა. ორივე ერთ კუთხეში, დაბალი დარტყმით. ჯერ თორნიკე კაპანაძემ შეაგდო, ხოლო მეორე ტაიმში გიორგი ჯანელიძემ იყოჩაღა. ორივე გოლი ლამაზი იყო, სწრაფ კომბინაციებს მოჰყვა.

ფოთის სარაგბო სტადიონზე გულშემატკივრები მივიდნენ და დაძაბული თამაშიც იხილეს. “კოლხეთს” შეეძლო ქულის და საერთოდ, ქულების აღებაც კი. ჰქონდათ მომენტები, ძელსაც გაარტყეს ბურთი.

ეროვნული ლიგა. 30-ე ტური

ფოთი. სარაგბო არენა

კოლხეთი – ტორპედო 1:2 (0:1)

კოლხეთი: სეფიაშვილი, გ.კილასონია, გურეშიძე, გოგონაია, ნონდი, ბოლქვაძე (ბახია 86), ჯანელიძე, ჟიშკარიანი, მაჩარია, ბროვკო, ბუხაიძე

მწვრთნელი: ალექსანდრ შტელინი

ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, ხურცილავა, გ,გურული, ქიმაძე, ფალავანდიშვილი, კუხიანიძე, კუტალია (ტუღუში 52), დოლიძე (კორობკა 62), კაპანაძე (მამასახლისი 80), კუჭუხიძე

მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

გოლები: 0:1 კაპანაძე (12), 1:1 ჯანელიძე (59), 1:2 კუხიანიძე (77 პენ)

გაფრთხილება: ნონდი, ბოლქვაძე – ფალავანდიშვილი, ტუღუში, ტუღუში, კუჭუხიძე

გაძევება: ტუღუში (83)

მსაჯი: ნონიკაშვილი

ტურის ბოლო მატჩი გორის "დილასა" და თბილისის "დინამოს" შორის დღეს, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება.

0.113424