ფეხბურთი

14:52 | 19.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგა: ცენტრალური მატჩები ლივერპულში და ნიცაში

ევროპა ლიგის მესამე ტური ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს. ორი თამაშის შემდეგ ცხრა კლუბს ქულათა მაქსიმუმი აქვს აღებული და დღეს გამარჯვების შემთხვევაში, ისინი ცალი ფეხით პლეი-ოფში იქნებიან.

დღევანდელ სათამაშო დღეს ტრადიციულად 24 შეხვედრა გაიმართება, რომელთაგან განსაკუთრებულ ინტერესს ორი დაპირისპირება იწვევს. K ჯგუფში ერთმანეთს ლიდერები “ნიცა” და “ლაციო” შეხვდებიან. ორივე გუნდს ქულათა მაქსიმუმი აქვს აქტივში და უდიდესი ალბათობით, შემდეგ ეტაპზე ისინი გააღწევენ, ხოლო მათი დუელები კი, წესით პირველი ადგილოსნის ვინაობას გაარკვევს.

“ნიცა” საფრანგეთის ჩემპიონატში არასტაბილურად გამოიყურება და ცხრა ტურის შემდეგ 10 ქულით მხოლოდ მე-14 პოზიციას იკავებს. სამაგიეროდ, მშვენიერ ფორმაშია “ლაციო”. რომაულმა კლუბმა მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე 11 შეხვედრის ჩატარება მოასწრო, საიდანაც ცხრაში იმაჯვა, ხოლო თითოჯერ დამარცხდა და ფრედ ითამაშა.

მასპინძლებს ტრავმების გამო კიპრენი და ლე ბიჰანი არ ეყოლებათ, ხოლო სტუმრებს ამავე მიზეზის გამო ანდერსონი და ბასტა დააკლდებიან. გარდა ამისა, რომაელთა რიგებში საეჭვოა მარკეტის, ვოლასის და ლუკაკუს თამაში. ამავე ჯგუფში გურამ კაშიას “ვიტესი” გასვლაზე “ვარეგემს” ხვდება. ქართველი მცველი ძირითად შემადგენლობაში იქნება და შეეცდება, საკუთარ გუნდს პირველი ქულების აღებაში დაეხმაროს.

მეორე საინტერესო მატჩი კი “გუდისონ პარკზე” გაიმართება, სადაც ადგილობრივი “ევერტონი” ფრანგულ “ლიონს” დაუხვდება. “ევერტონმა” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ძალიან დიდი თანხა დახარჯა, სეზონიც თითქოს კარგად დაიწყო და ბევრმა იფიქრა, რომ მერსისაიდული კლუბი მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებდა, თუმცა “კანფეტებმა” მალევე აურიეს და ძალიან ცუდად თამაშობენ. “ევერტონი” პრემიერლიგაში რვა ტურის შემდეგ 8 ქულით მე-16 ადგილზეა, ხოლო ევროპა ლიგაზე 1 ქულით ბოლო პოზიციას იკავებს.

მთლად დამაჯერებლად “ლიონიც” ვერ თამაშობს. ფრანგულმა კლუბმა ლიგა 1-ის უკანასკნელ ტურში “მონაკოს” დამარცხება შეძლო და მე-6 პოზიციამდე აღზევდა, ხოლო ევროპა ლიგაზე ორივე შეხვედრა ფრედ აქვს ნათამაშები. “ლომების” მთავარი პრობლემა დაცვის სუსტი თამაშია: მათ ლიგა 1-ის ცხრა მატჩში 15 გოლი გაუშვეს.

“ევერტონის” რიგებიდან ბარკლი, მორი და ბოლასი არიან ტრავმირებულნი, ხოლო კოულმენის და მაკკარტის თამაშის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშაა. სტუმართაგან საეჭვოა ჩეიკის, დიასის და მენდის თამაში.

F ჯგუფს 4 ქულით ლიდერობს მოსკოვის “ლოკომოტივი”, რომელიც გასვლაზე “შერიფს” ეთამაშება. სოლომონ კვირკველია ძირითად შემადგენლობაში იქნება. ვაკო გვილიას “ბატე” შინ “კიოლნს” მიიღებს, ხოლო ჯაბა ჯიღაურის “ვარდარი” საკუთარ მოედანზე “სოსიედადს” დაუხვდება.

რაც შეეხება გათამაშების ყველაზე სახელოვან კლუბებს: “არსენალი” ბელგრადში “ცრვენა ზვეზდას” ესტუმრება, “მილანი” აეკს უმასპინძლებს, ხოლო “მარსელი” შინ “გიმარაეშს” ეთამაშება.

A ჯგუფი

19:00 ასტანა – მაკაბი

23:05 ვილიარეალი – სლავია

B ჯგუფი

23:05 დინამო (კ) – იანგ ბოიზი

23:05 შკენდერბიუ – პარტიზანი

C ჯგუფი

23:05 ბრაგა – ლუდოგორეცი

23:05 ჰოფენჰაიმი – ბაშაქშეჰირი

D ჯგუფი

23:05 მილანი – აეკი

23:05 აუსტრია – რიეკა

E ჯგუფი

23:05 ატალანტა – აპოლონი

23:05 ევერტონი – ლიონი

F ჯგუფი

23:05 შერიფი – ლოკომოტივი

23:05 ზლინი – კოპენჰაგენი

G ჯგუფი

21:00 ბირ შევა – სტიაუა

21:00 ლუგანო – პლზენი

H ჯგუფი

21:00 ცრვენა ზვეზდა – არსენალი

21:00 ბატე – კიოლნი

I ჯგუფი

21:00 ქონიასპორი – ზალცბურგი

21:00 მარსელი – გიმარაეში

J ჯგუფი

21:00 ოსტერსუნდსი – ბილბაო

21:00 ზორია – ჰერტა

K ჯგუფი

21:00 ნიცა – ლაციო

21:00 ვარეგემი – ვიტესი

L ჯგუფი

21:00 ზენიტი – როსენბორგი

21:00 ვარდარი – სოსიედადი

ვილიარეალი   0 - 1    მაკაბი თ. ა.

შემადგენლობა

მოვლენები

სლავია   0 - 1    ასტანა

შემადგენლობა

მოვლენები

იანგ ბოიზი   2 - 1    სკენდერბეუ

შემადგენლობა

მოვლენები

დინამო   4 - 1    პარტიზანი

შემადგენლობა

მოვლენები

ბაშაქშეჰირი   2 - 1    ბრაგა

შემადგენლობა

მოვლენები

ჰოფენჰაიმი   1 - 1    ლუდოგორეცი

შემადგენლობა

მოვლენები

რიეკა   2 - 0    მილანი

შემადგენლობა

მოვლენები

აუსტრია   0 - 0    აეკ

შემადგენლობა

მოვლენები

აპოლონი   0 - 3    ევერტონი

შემადგენლობა

მოვლენები

ატალანტა   1 - 0    ლიონი

შემადგენლობა

მოვლენები

ზლინი   0 - 2    ლოკომოტივი

შემადგენლობა

მოვლენები

კოპენჰაგენი   2 - 0    შერიფი

შემადგენლობა

მოვლენები

ცრვენა ზვეზდა   1 - 0    კიოლნი

შემადგენლობა

მოვლენები

არსენალი   6 - 0    ბატე

შემადგენლობა

მოვლენები

მარსელი   0 - 0    ზალცბურგი

შემადგენლობა

მოვლენები

გიმარაეში   1 - 1    კონია

შემადგენლობა

მოვლენები

ჰაპოელი ბ. შ.   0 - 2    პლზენი

შემადგენლობა

მოვლენები

სტიაუა   1 - 2    ლუგანო

შემადგენლობა

მოვლენები

ვარდარი სკოპიე   1 - 1    რუსენბორგი

შემადგენლობა

მოვლენები

სოსიედადი   1 - 3    ზენიტი

შემადგენლობა

მოვლენები

ვარეგემი   3 - 2    ლაციო

შემადგენლობა

მოვლენები

ვიტესი   1 - 0    ნიცა

შემადგენლობა

მოვლენები

ჰერტა   1 - 1    იოსტერსუნდი

შემადგენლობა

მოვლენები

ზორია   0 - 2    ბილბაო

შემადგენლობა

მოვლენები

Loading...
სტატისტიკა
0.288973