ფეხბურთი

20:17 | 18.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ძაძას სექტემბერი

ესპანური ლა ლიგის სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად სიმონე ძაძა დასახელდა. “ვალენსიას” იტალიელი თავდამსხმელი შედეგიანი იყო გასულ თვეში: 4 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

ძაძას 2021 წლამდე აქვს “ღამურებთან” კონტრაქტი. მან გასულ ტურშიც გაიტანა, “ბეტისთან” გასვლაზე 6:3 მოგებულ შეხვედრაში. ჯერჯერობით, თავად “ვალენსიაც” მშვენიერ სეზონს ატარებს – მეორე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116297