ფეხბურთი

17:14 | 18.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

“სამტრედიას” ადვილი გამარჯვება

საქართველოს ეროვნული ლიგის XXX ტური “სამტრედიისა” და ბათუმის “დინამოს” მატჩით დაიწყო. საქართველოს მოქმედ ჩემპიონს არ გასჭირვებია ზღვისპირელთა ძლევა – 3:0.

უჩა სოსიაშვილის გუნდი მთელი თამაში ფლობდა უპირატესობას და გააზრებულადაც თამაშობდა. შესაბამისად, დაფიქსირებული შედეგი სრულიად ლოგიკურიც იყო. ყველაფერი პირველ ტაიმში გადაყწდა. ჯერ იყო და, რაჟამაშვილის გადაცემის მერე მაიკლ ოლაიტინი დარჩა მეკარესთან პირისპირ და ახლო მანძილიდან ადვილად შეაგდო. მერე, გიორგი ახალაძის ჯერი დადგა, რომელმაც პატარა შედევრი შექმნა: დაახლოებით 25 მეტრიდან გაისროლა და ტომიფეევმა ბურთს მხოლოდ თვალი გააყოლა – 2:0. ასე დასრულდა პირველი ნახევარი.

“სამტრედიამ” 62-ე წუთზე მესამეც გაიტანა და ანგარიშს უფრო დამაჯერებელი სახე მისცა – ნიკოლოზ საბანაძემ ითამაშა ამჯერზე კარგად, საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა და მეკარე ისევ სტატისტის როლში დარჩა.

“სამტრედიამ” 58 ქულა დააგროვა და “ტორპედოს” გაუთანაბრდა. თუმცა, ქუთათურებს ამავე ტურის მატჩი ჯერ კიდევ მარაგში აქვთ. ბათუმის “დინამო” კი, ისევ სახიფათო ზონაშია და დარჩენილ ტურებში მაქსიმალური ყურადღებით მოუწევს თამაში.

“სამტრედია” – “დინამო” (ბთ) 3:0 (2:0)

სამტრედია, “ეროსი მანჯგალაძე”

“სამტრედია”: მიგინეიშვილი, კასრაძე, რაჟამაშილი, საბანაძე, ნდონგი, გოგიაშვილი, ახალაძე (მარკოზაშვილი 80), მჭედლიშვილი, ბალდე, გიი (ბურკაძე 90), ოლაიტანი (სამუშია 86)

მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

“დინამო”: ტიმოფეევი, ფარტენაძე, ქორიძე, ვარშანიძე (ჩოგაძე 46), ქავთარაძე (თევდორაძე 67), შონია, სუხიაშვილი, გრიგალაშვილი (კვანტალიანი 76), ტვილდიანი, მგელაძე, მარცვალაძე

მწვრთნელი: კონტსანტინ ფროლოვი

გოლები: 1:0 ოლაიტანი (25), 2:0 ახალაძე (31), 3:0 საბანაძე (62)

გაფრთხილება: ბალდე (37), კასრაძე (56) – ქავთარაძე (37), ტვილდიანი (84)

მსაჯი: პ. მაჭარაძე

18 ოქტომბერი

ბათუმი. "რაგბი არენა". 19:00 სთ.

შუქურა - ჩიხურა

19 ოქტომბერი

თბილისი. "მიხეილ მესხი 2". 13:30 სთ.

ლოკომოტივი - საბურთალო

ფოთი. "პარკი არენა". 15:30

კოლხეთი - ტორპედო

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე". 20:00

დილა - დინამო თბ.

0.10848