კალათბურთი

23:35 | 17.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯეფერსონი “დენვერში” გადავა

ნბა-ს 2016 წლის ჩემპიონი 37 წლის რიჩარდ ჯეფერსონი “დენვერ ნაგეტსის” კალათბურთელი გახდება, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთწლიან კონტრაქტში ჯეფერსონი 2.3 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს. წყაროს ცნობით, მხარეები ხელშეკრულებას რამდენიმე დღეში მოაწერენ ხელს.

განვლილ სეზონში ჯეფერსონი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 3.9 ქულას და 1.8 მოხსნას აგროვებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113398