ფეხბურთი

21:25 | 16.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

“რეალი” ალაბას შეძენას აპირებს

მადრიდის “რეალი” “ბაიერნის” ავსტრიელი უკანახაზელის, დავიდ ალაბას შეძენას გეგმავს, აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს. წყაროს ცნობით, “რეალი” ტრანსფერის განხორციელებას ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეეცდება.

“სამეფო კლუბს” ალაბას დამატება გასულ სეზონშიც უნდოდა, მაგრამ “ბაიერნმა” უარი განაცხადა. ფეხბურთელს “რეკორდმაისტერთან” კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს.

ალაბა “ბაიერნის” ღირსებას 2010 წლიდან იცავს.

0.134855