ფეხბურთი

20:30 | 13.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიშვილმა სამი ქულა გამოჭედა

89-ე წუთი იყო, გიორგი მჭედლიშვილმა საჩხერელთა შეტევა ჩაშალა და საბოლოოდ, თავადვე დაასრულა. აი, დასრულებაც ამას ერქვა: მარჯვენა მცველმა შორიდან ცხრიანში გაგზავნა ბურთი და დინო ჰამზიჩი კი არა, მგონი, ახალგაზრდა დინო ძოფიც ვერ აიღებდა. - 1:2.

საინტერესოა, რომ მჭედლიშვილმა მხოლოდ ბოლო ათი წუთი დაჰყო მინდორზე.

"სამტრედიამ" მოიგო და ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს. უჩა სოსიაშვილის გუნდმა ბოლოს გატეხა საჩხერის "ჩიხურა", რომელმაც ზედიზედ მესამე თამაში წააგო.

არადა, საჩხერელები იგებდნენ. მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა თორნიკე გორგიაშვილმა საჯარიმოს გარედან ჩახვეული დარტყმით გაიტანა. მშვენიერი გოლი გამოვიდა.

რამდენიმე წუთში კი აფრიკული გოლი მიითვალა "სამტრედიამ". კოტდივუარელი ინტერს გიის პასი და ნიგერიელი მაიკლ ოლაიტანიც კარგად გაერკვა სიტუაციაში. ეს ოლაიტანის პირველი გოლია საქართველოს ჩემპიონატში.

ეროვნული ლიგა. 30-ე ტური

თბილისი. მიხეილ მესხი

ჩიხურა - სამტრედია 1:2 (0:0)

ჩიხურა: ჰამზიჩი, თორნიკე გრიგალაშვილი, კაშია, მირცხულავა, კორიფაძე, დობროვოლსკი (განუგრავა 75), სარდალიშვილი (ფონიავა 63), გაბედავა, გორგიაშვილი, ივანიშვილი (დეკანოიძე 75), ტატანაშვილი

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

სამტრედია: მიგინეიშვილი, მთივლიშვილი, კასრაძე, სანდოხაძე, ახალაძე (მჭედლიშვილი 80), დათუნაიშვილი, მანჯგალაძე, მარკოზაშვილი (ბალდე 54), ოლაიტანი (სამუშია 90+2), რაჟამაშვილი, გიი

მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი

გოლები: 1:0 გორგიაშვილი (54), 1:1 ოლაიტანი (61), 1:2 მჭედლიშვილი (89)

გაფრთხილება: გრიგალაშვილი, კორიფაძე - დათუნაიშვილი, მანჯგალაძე

მსაჯი: ყრუაშვილი

0.108915