ფეხბურთი

20:11 | 13.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგა 2: პირველობისთვის ბრძოლა უფრო დაიძაბა

ეროვნული ლიგა 2-ის 30-ე ტურის შემდეგ, პირველი ადგილისთვის ბრძოლა კიდევ უფრო დაიძაბა. ლიდერმა მარტვილის "მერანმა" ტყიბულში 1:1 ითამაშა "მეშახტესთან", ხოლო მეორეადგილოსანმა "რუსთავმა" ზედა ეწერში 3:1 აჯობა "ზუგდიდს". ასე რომ, მარტვილელებსა და რუსთაველებს შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ქულა დარჩა.

მარტვილელები სულაც აგებდნენ, მაგრამ ბოლოს რევაზ ბარაბაძემ გაათანაბრა.

რუსთაველთაგან კვლავ გაილაღა დათა სიჭინავამ, რომელმაც დუბლი შეასრულა და ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირია 24 გოლით.

ტურის კიდევ ერთ მატჩში კი "ცხინვალმა" 4:2 აჯობა ბოლნისის "სიონს", რომლის მესამე ადგილზე გასვლა უკვე საეჭვო გახდა. საინტერესოა, რომ ამ შეხვედრის მე-13 წუთისთვის უკვე 4 გოლი იყო გასული.

ზუგდიდი - რუსთავი 1:3 (0:3)

გოლები: 0:1 გაფრინდაშვილი (25), 0:2 სიჭინავა (32), 0:3 სიჭინავა (36), 1:3 აკობია (61)

ცხინვალი - სიონი 4:2 (3:1)

გოლები: 1:0 მაქაცარია (7), 1:1 დვალი (10), 2:1 მათიაშვილი (11), 3:1 მაქაცარია (13), 3:2 ჭანკოტაძე (81), 4:2 ჭანუყვაძე (90)

მეშახტე - მერანი 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 კვასხვაძე (81), 1:1 ბარაბაძე (90+3)

შეგახსენებთ, ტურის ორი მატჩი ხუთშაბათს გაიმართა და ამაზე უკვე გვეწერა: სამგურალი-გურია 1:2, გაგრა-ვიტ ჯორჯია 1:2.

1. მერანი 30 +47 69
2. რუსთავი 30 +39 68
3. სიონი 30 +8 52
4. ვიტ ჯორჯია 29 +7 47
5. გაგრა 30 +9 45
6. სამგურალი 30 -4 44
7. ცხინვალი 30 -13 32
8. გურია 30 -25 28
9. მეშახტე 30 -35 21
10. ზუგდიდი 29 -33 18
ცხინვალი   4 - 0    გაგრა

შემადგენლობა

მოვლენები

ვიტ ჯორჯია   1 - 0    გურია

შემადგენლობა

მოვლენები

სიონი   1 - 2    სამგურალი

შემადგენლობა

მოვლენები

მერანი   2 - 1    ზუგდიდი

შემადგენლობა

მოვლენები

მეშახტე   1 - 0    მეტალურგი

შემადგენლობა

მოვლენები

სტატისტიკა
0.429786