ფეხბურთი

2:10 | 12.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი პაპუნაშვილის გოლი ლიგა ადელანტეში (+VIDEO)

ესპანეთის ლიგა ადელანტეს მეცხრე ტურში გოლი გაიტანა „სარაგოსას“ ქართველმა ლეგიონერმა გიორგი პაპუნაშვილმა. ჩვენებურმა „ლორკასთან“ საგარეო მატჩში გამოიჩინა თავი.

გიორგი თამაშში 79-ე წუთზე ჩაერთო და თავის გამოსაჩენად ორი წუთი დასჭირდა: თანაგუნდელმა ჩინებული პასი გაუკეთა და ახლო მანძილიდან გატანა აღარ გასჭირვებია. ეს პაპუნაშვილის პირველი გოლია ლიგა ადელანტეში. მანამდე, ქართველმა ფეხბურთელმა სამეფო თასზე მოახერხა გოლის გატანა.

„სარაგოსას“ 9 ტურის თავზე 12 ქულით მეცხრე პოზიცია უკავია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10604