ფეხბურთი

21:51 | 10.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ფუტსალი: “თელასმა” ჰოლანდიელებთან მოგებით დაიწყო

საქართველოს ჩემპიონმა “თელასმა” ევროპის ფუტსალის თასის ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი გამართა და 2:1 მოუგო ჰოლანდიის “კნოპიუნტს”.

გოლები გია ნიკვაშვილმა და მურთაზ კაკაბაძემ გაიტანეს, მერე კი მოჰამედ ატაიბიმ შეამცირა სხვაობა.

ამავე ჯგუფში არიან სლოვაკური ბრატისლავის “სლოვ-მატიკი” და პოლონური “ბიელსკო-ბიალა”. ჯგუფის მატჩები სლოვაკეთში ტარდება.

“თელასის” შემადგენლობა “კნოპიუნტთან” მატჩში: ბუკია, ნიკვაშვილი, თოფურია, კაკაბაძე, კურტანიძე; ჯამბურია, გაბუჩია, ჭუმბურიძე, შელეგია, ასათიანი, სოზაშვილი, კობაიძე, მაისაია.

მწვრთნელები: ავთანდილ ასათიანი, აჩიკო ბოკერია

როგორც ხედავთ, “თელასში” საქართველოს ნაკრების არაერთი ფეხბურთელი თამაშობს.

“თელასი” 11 ოქტომბერს “ბიელსკო-ბიალას” შეხვდება, ხოლო 13-ში, ბოლო ტურში “სლოვ-მატიკს” ეთამაშება.

აღსანიშნავია, რომ უეფაში “თელასი” “ჯორჯიანსის” სახელით თამაშობს, რადგან უეფა სპონსორების სახელით გუნდების გამოსვლას ეწინააღმდეგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113194