კალათბურთი

20:54 | 10.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

მაიკლს დიქსონის 16 ქულა "ლე მანთან" მატჩში

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-4 ტურში მაიკლ დიქსონის “დიჟონმა” “ლე მანთან” საშინაო მატჩში 76:78 წააგო, საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელი კი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

დიქსონი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, 22 წუთში კი 16 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. მაიკლმა 10-დან 3 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

“სტრასბურგი” 2-2 მოგება-წაგებით მე-11 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 15 ოქტომბერს, სტუმრად, “ლიმოჟთან” ჩაატარებს.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.068306