ფეხბურთი

0:10 | 9.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

მერებაშვილი: "შესარჩევი ეტაპი მოგებით უნდა დავასრულოთ"

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი მერებაშვილმა სერბეთთან მარჩის წინ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ყველაფერს გააკეთებს მთელი გუნდი, რადგან მიმდინარე შესარჩევ ციკლში პირველი გამარჯვება მოიპოვონ.

"ჯგუფიდან გასვლის შანსი არ გვაქვს, თუმცა დამატებითი მოტივაციაა ის, რომ შესარჩევი ეტაპი მოგებით დავასრულოთ, რადგან ჯერ ეს ვერ მოვახერხეთ. ბევრ სერბთან ვმეგობრობ, "ვოივოდინაში" ჩემი თანაგუნდელი იყო დუშან ტადიჩი, რომელთანაც ვმეგობრობ, მაგრამ ბოლო დროს მასთან არ მისაუბრია. ხვალინდელ თამაშში 90 წუთის განმავლობაში ჩვენი მეგობრობა გვერდზე გადაიდება. ყველაფერს გავაკეთებ, რომ გავიმარჯვოთ. ბელგრადში "დინამოსთან" ერთად უნდა მეთამაშა, მაგრამ ყვითლების გამო გამოვტოვე. აქ თამაში რთულია, რადგან ძალიან ძლიერი გულშემატკივრები ჰყავთ და მე-12 არიან. კარგია რომ გულშეატკივარი მოდის, ამან ხელი არ უნდა შეგვიშვალოს", - განაცხადა მერებაშვილმა.

შეგასენებთ, რომ საქართველოსა და სერბეთის მატჩი 9 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სპეციალურად WORLDSPORT.GE-სთვის თამარ ჯიშკარიანი ბელგრადიდან

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11474