ფეხბურთი

14:30 | 8.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

კოსტა-რიკა - თავი ქუდში

მუნდიალის საგზური კოსტა-რიკამაც გაინაღდა. კონკაკაკფის ჯგუფის ბოლოსწინა ტურში 1:1 ითამაშეს ჰონდურასთან და თავი ქუდში აქვთ. სხვათა შორის, მსაჯის მიერ დამატებულ მეხუთე წუთამდე აგებდნენ კოსტარიკელები, მაგრამ კენდალ უოსტონმა გაათანაბრა.

კოსტა-რიკა, როგორც იცით, წინა მუნდიალის აღმოჩენა იყო: ჯერ “სიკვდილის ჯგუფიდან” პირველი ადგილით გავიდა, მერე საბერძნეთს მოუგო და მეოთხედფინალში გავარდა ჰოლანდიასთან.

ნაკრებს ოსკარ რამირესი წვრთნის, ხოლო ჰონდურასელებს კოლუმბიელი ხორხე პინტო თავკაცობს. სწორედ პინტო გახლდათ კოსტარიკელთა დამრიგებელი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე.

კონკაკაფის ზონიდან მექსიკა და კოსტარიკა, მთლიანობაში, დიდი ჰანდიკაპით გავიდნენ. აშშ ძალიან ახლოსაა საგზურთან, ხოლო მეოთხე ადგილისთვის (ანუ, ფლეი-ოფისთვის) პანამა და ჰონდურასი იბრძოლებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063089