თბილისის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე ქვეყნის ჩემპიონატს 16-წლამდე გოგონათა შორის ქუთაისური დუეტი ლიდერობს. მარიამ ჭოლაძე და ნინო დახუნდარიძე ქულათა მაქსიმუმით დაწინაურდნენ და მეოთხე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ლიდერებს ნახევარი ქულით ჩამორჩებიან დები ხომერიკები: ნინო და ქეთევანი.
ამავე ასაკის ჭაბუკებში დანაკარგის გარეშე ტრიო ლიდერობს ნოე თუთისანის, გიორგი სიბაშვილის და ნიკა ღვამბერიას შემადგენლობით.
10-წლამდე ბიჭების შეჯიბრზე 3-3 ქულით გიორგი დემურხანიშვილი, ლუკა ხობელია და ილია ერაძე პირველობენ, ხოლო გოგონებში ერთპიროვნულად ეთერ ხებრელაშვილი დაწინაურდა.







