ფეხბურთი

22:00 | 1.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნის" ბნელი დღეები გრძელდება

მიუნხენის “ბაიერნიდან” კარლო ანჩელოტი დაითხოვეს, მაგრამ ამას შედეგი არ გამოუღია. ყოველშემთხვევაში, იგივე “რეკორდმაისტერი” ვიხილეთ, როგორიც იტალიელმა დატოვა.

“ბაიერნმა” ბუნდესლიგის წინა ტურში “ვოლფსბურგთან” ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა. გაგიკვირდებათ და იგივე გააკეთა ბერლინშიც. “ჰერტას” ვილი სანიოლის გუნდი მატს ჰუმელსის სწრაფი გოლითა და რობერტ ლევანდოვსკის ზუსტი დარტყმით 2:0 უგებდა, მაგრამ მერე მოეშვა და შედეგიც მოიმკა – ჰარაგუჩის დიდებული გარღვევა გოლად დუდამ დაასრულა, ხოლო მალევე ვეტერანმა სალომონ კალუმ გაათანაბრა. “ბაიერნს” საკმარისი დრო ჰქონდა თამაშის მოსაგებად, მაგრამ ერთფეროვნად და უჯიგრო უტევდა. შეუიარაღებელი თვალითაც სჩანს, რომ “რეკორდმაისტერი” კრიზისშია და რაღაც გამოსასწორებელია. “ბაიერნი” მეორე ადგილზეა, მაგრამ ამასობაში “დორტმუნდს” 5 ქულით ჩამორჩება. შესაძლოა, ეს არც იყოს განსაკუთრებით საგანგაშო, მაგრამ თამაშის ხარისხის ფონზე განგაშის ზარის დრო ნამდვილადაა. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, “ბაიერნი” ორბურთიან უპირატესობას როგორც წესი არ ანიავებდა და მითუფრო, ზედიზედ ორ მატჩში... ვნახოთ, ახლა სანაკრებო პაუზის ჯერია და რა შეიცვლება ორ კვირაში – მინიმუმ, მიუნხენელებს ახალი მწვრთნელი უნდა ჰყავდეთ.

წააგო ლიდერთა შორის მყოფმა “ჰოფენჰაიმმა”, რომელიც მალევე დაწინაურდა “ფრაიბურგთან”, მაგრამ იქვე ჩამორჩა და ვეღარაფერი შეცვალა. “სოფლელები” ამ მარცხის მერე მესამე ადგილზე დარჩნენ, არადა, რომ მოეგოთ ერთი პოზიციით დაწინაურდებოდნენ. თავის მხრივ, “ფრაიმ” მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია.

მეშვიდე ტურის დასკვნით მატჩში ვიცე-ჩემპიონმა “ლაიფციგმა” კიოლნიდან 3 ქულა წაიღო. რალფ ჰასენჰუტლის გუნდი ისედაც ფავორიტი იყო “თხებთან” და დიდაც არ გასჭირვებიათ გამარჯვება. “ლაიფციგი” 2:0 იგებდა, მაგრამ ბოლოსკენ მასპინძლებმა ანგარიში დაასველეს – 1:2. “ლაიფციგი” ოთხეულში შევიდ აღნიშნული მოგებით, ხოლო “კიოლნის” მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა – 7 ტურში ერთადერთი ქულა და რაღა თქმა უნდა, მყარად ბოლო პოზიცია.

“ფრაიბურგი” – “ჰოფენჰაიმი” 3:2 (2:1)

ფრაიბურგი, “შვარცვალდშტადიონი”

მაყურებელი: 24 000

“ფრაიბურგი” (3-4-1-2): შვოლოვი; ლინარტი, შუსტერი, სიონჩუ; შტენცელი, ფრანტცი (პეტერსენი 69), ჰოფლერი, გუნტერი; ჰაბერერი; ნიდერლეხნერი (კატი 84), ტერაცინო (რაველტი 52)

მწვრთნელი: კრისტიან შტრეიხი

“ჰოფენჰაიმი” (4-1-3-2): ბაუმანი; კადერაბეკი, ნორდვეიტი, ჰუბნერი, ცუბერი (შულცი 65); ვოგტი; გაიგერი, რუპი (გრილიტში 46), ჰაკი (ოხსი 42); ვაგნერი, კრამარიჩი

მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი

გოლები: 0:1 ჰაკი (14), 1:1 ნიდერლეხნერი (15), 2:1 სიუნჩუ (18), 3:1 შტენცელი (87), 3:2 შუსტერი (90, ა.გ)

გაფრთხილება: შტენცელი (28), ჰაბერერი (68) – ვაგნერი (28), ჰუბნერი (33), გაიგერი (82)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (6) – 15 (6) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 9:7 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: დანიელ სიბერტი

“ჰერტა” – “ბაიერნი” 2:2 (0:1)

ბერლინი, “ოლიმპიაშტადიონი”

მაყურებელი: 70 000

“ჰერტა” (4-2-3-1): იარშტეინი; ვეიზერი, შტარკი, რეკიკი, პლატენჰარდტი; სკიელბერგი, დარიდა (ლუსტენბერგერი 80); ლეჩკიე, დუდა (ლაზარო 75), ჰარაგუჩი (ეშვეინი 87); კალუ

მწვრთნელი: პალ დარდაი

“ბაიერნი” (4-2-3-1): ულრაიხი; კიმიხი, ბოატენგი (ზულე 79), ჰუმელსი, ალაბა; ტოლისო, მარტინესი; რობენი (ტიაგო ალკანტარა 59), მიულერი, რიბერი (კომანი 62); ლევანდოვსკი

მწვრთნელი: ვილი სანიოლი

გოლები: 0:1 ჰუმელსი (10), 0:2 ლევანდოვსკი (49), 1:2 დუდა (51), 2:2 კალუ (56)

გაფრთხილება: ტოლისო (52), კიმიხი (72)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (5) – 15 (5) ბურთის ფლობა: 36%-64% კუთხურები: 1:9 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: ჰარმ ოსმერსი

“კიოლნი” – “ლაიფციგი” 1:2 (0:1)

კიოლნი, “რაინენერჯშტადიონი”

მაყურებელი: 48 500

“კიოლნი” (4-2-2-2): ჰორნი; კლოიტნერი (ჰოგერი 87), სორენსენი (ჰანდვერკერი 69), ჰეინტცი, რაუში; ოზჩანი, ლემანი; ჯოჯიჩი, ბიტენკურტი; კორდობა (პიზარო 54), ოსაკო

მწვრთნელი: პეტერ შტოგერი

“ლაიფციგი” (4-2-2-2): გულაჩსი; კლოსტერმანი, კონატე (კამპლი 46), უპემეჩანო, ჰალსტენბერგი; დემე (ლაიმერი 46), ილსანკერი; ფორსბერგი, ბრუმა (ბერნარდო 90); პოულსენი, ზაბიცერი

მწვრთნელი: რალფ ჰასენჰუტლი

გოლები: 0:1 კლოსტერმანი (30), 0:2 პოულსენი (80), 1:2 ოსაკო (82)

გაფრთხილება: იბრაჰიმა კონატე (32), დემე (35)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (6) – 23 (10) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 9:7 თამაშგარე: 6:4

მსაჯი: ფელიქს ცვაიერი

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.387185