ფეხბურთი

10:10 | 1.10.2017 | ნანახია [] - ჯერ

ყაზაიშვილის მორიგი გოლი MLS-ში (+VIDEO)

საქართველოს ეროვნული ნაკრების და "სან ხოსე ერსქვიქსის" შემტევმა ვაკო ყაზაიშვილმა MLS-ში ერთ-ერთი ლიდერის "პორტლენდ ტიმბერსის" წინააღმდეგ გოლი გაიტანა. 24 წლის ფეხბურთელმა მე-16 წუთზე მარცხენა ფლანგიდან მოხდენილი დარტყმით გამოიჩინა თავი. საბოლოოდ ვაკოს გუნდმა შინ 2:1 იმარჯვა.

ქართველმა ფეხბურთელმა ამერიკაში უკვე მეოთხე გოლი გაიტანა. ყაზაიშვილმა ამავდროულად ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. ვაკოს გუნდი დაქსავლეთ კონფერენციაში მეშვიდე ადგილზე იმყოფება და პლეი-ოფში მოხვედრის შანსი აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116441