ფეხბურთი

20:09 | 28.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ასენსიო "რეალთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ესპანეთის ეროვნული ნაკრების შემტევი მარკო ასენსიო მადრიდის "რეალთან" კონტრაქტს გაახანგრძლივებს. "სამეფო კლუბის" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ფეხბურთელი 29 სექტემბერს ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს და მადრიდულ გრანდში 2023 წლის ივლისამდე დარჩება. ესპანური AS-ის ცნობით, ასენსიოს გამოსასყიდი თანხა 500 მილიონი ევრო იქნება.

მარკო "მალიორკას" აკადემიის აღზრდილია. მადრიდის "რეალში" შემტევი 2015 წელს გადავიდა და კლუბმა მოთამაშე ერთი წლით "ესპანიოლში" გაანათხოვრა. გასულ სეზონში ასენსიომ 38 შეხვედრა ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა, ხოლო მიმდინარე სათამაშო წელს 10 მატჩში თავი 4 გოლით გამოიჩინა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111429