კალათბურთი

21:58 | 26.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯორჯს უეიდის ხილვა “ოკლაჰომაში” სურს

“ოკლაჰომას” ახალწვეული პოლ ჯორჯი დუეინ უეიდს თავის გუნდში ეპატიჟება. უეიდი ხვალ თავისუფალი აგენტი ხდება. ამასთან დაკავშირებით პოლ ჯორჯმა კომენტარი გააკეთა.

“თუ უეიდი ჩვენ გუნდში გადმოვა, ეს ყველასთვის კარგი იქნება. საამისოდ ყველაფერს გავაკეთებ, რაც ჩემზეა დამოკიდებული. უეიდს მესიჯს გავუგზავნი, დავურეკავ, არ მოვეშვები, სანამ ჩვენი გუნდის წევრი არ გახდება. დავარწმუნებ, რომ მისთვის “ოკლაჰომაში” თამაში საუკეთესო არჩევანი იქნება”- განაცხადა ჯორჯმა.

0.113002