კალათბურთი

14:48 | 26.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ლეონარდი: “ზაზას წესი” მოთამაშეებს ტრავმებისგან დაიცავს”

ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ მიიღო წესი, რომლის მიხედვით, დამცველის შემტევთან სახიფათო მიახლოების შემთხვევაში, დამცველი არასპორტული ჯარიმით დაისჯება. მასმედიაში ამ ჯარიმას “ზაზას წესი” შეარქვეს.

ნბა-მ ამ წესის მიღება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც შარშან კავაი ლეონარმა ტრავმა მიიღო. კავაიმ ბურთი ისროლა და დახტომის დროს შემთხვევით ზაზა ფაჩულიას ფეხზე დახტა, რის გამოც მძიმედ დაშავდა.

ნბა-ს ამ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ლეონარდმა მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ის ამ წესს მიესალმება.

“ლიგამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ეს წესი მოთამაშეებს ტრავმებისგან დაიცავს. ეს გადაწყვეტილება დამცველებს უფრო ფრთხილად თამაშისკენ უბიძგებს”- განაცხადა კავაი ლეონარდმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.060984