ფეხბურთი

17:06 | 24.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშიამ ამსტერდამის "აიაქსს" გაუტანა (+VIDEO)

ჰოლანდიის ერედივიზიონის XI ტურში არნემის "ვიტესმა" ამსტერდამში, "აიაქსი" დაამარცხა - 2:1. სასიხარულოა, რომ ჰოლანდიური ფეხბურთის გრანდის დამარცხებაში დიდი წვლილი შეიტანა გურამ კაშიამ. ქართველმა 21-ე წუთზე თავური დარტყმით გახსნა ანგარიში და საკუთარი გუნდი დააწინაურა.

ტაიმის ბოლოს არნემელებმა მეორეც გაიტანეს, ხოლო "აიაქსმა" მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხა. კაშიამ ტრადიციულად 90 წუთი გაატარა მინდორზე. ქართველ მცველს მიმდინარე სეზონში 5 მატჩში უკვე 2 გატანილი გოლი დაუგროვდა.

არნემის "ვიტესს" კი ერედივიზონში ძალიან კარგი სტარტი აქვს: 6 ტურში მოპოვებული 13 ქულით მესამე ადგილზეა და მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება ლიდერ "პსვ ეინდჰოვენს".

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113058