ფეხბურთი

16:35 | 24.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ყურადღება ქუთაისისკენ

დღეს ქუთაისში ტურის, მესამე წრის და ალბათ, მთლიანად ჩემპიონატის მატჩი გაიმართება. “რამაზ შენგელიას” სტადიონზე კახა ჩხეტიანის “ტორპედო” კახა კაჭარავას გაწვრთნილ თბილისის “დინამოს” უმასპინძლებს.

მიმდინარე ჩემპიონატში დინამოელებმა ორივე თამაში მოუგეს ყველაზე პრინციპულ მეტოქეს. ქუთაისში 2:0, ხოლო თბილისში – 2:1. იმერული გუნდის შემადგენლობა, მას შემდეგ, ფაქტობრივად არ შეცვლილა, ხოლო დინამოელების ამბავი ყველამ იცის: საბა ლობჟანიძე, გიორგი პაპუნაშვილი, ბაჩანა არაბული, გიორგი ჩაკვეტაძე და ლუკა ლოჩოშვილი უცხოეთში აგრძელებენ კარიერას. ტრავმირებულია ოთარ კიტეიშვილი. ფაქტობრივად, გუნდი განახევრდა. ასეთი ფეხბურთელების გამოკლება უმტკივნეულოდ ვერ ჩაივლიდა და აკი, ასეც ხდება. “დინამო” დასუსტდა. ერთია, რომ დასუსტდა, მაგრამ ვერც სხვა გუნდები ყოჩაღობენ და ფაქტია, ვერ მიუახლოვდნენ ლიდერს.

“დინამო” ლიდერია და ექვსი ქულით უსწრებს “ტორპედოს”. აქედან გამომდინარე, ფრეც ურიგო შედეგი არ იქნება კახა კაჭარავას გუნდისთვის.

უშუალოდ ჩემპიონატში გუნდები 65-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, აქედან 34 თბილისელებმა მოიგეს, 15 ქუთათურებმა, ხოლო 16 მატჩი ფრედ დასრულდა. 112:61 – ასეთია ბურთების შეფარდება დინამოელთა სასარგებლოდ.

საინტერესოა, რომ ჩემპიონატში “ტორპედომ” ბოლოს 2012 წლის მაისში დაამარცხა დინამოელები: 2:1 “დინამო არენაზე”. მას შემდეგ ხუთ წელიწადზე მეტი გავიდა. აი, თასზე კი იმერულმა გუნდმა შარშან აჯობა თბილისელებს, როცა ნახევარფინალში 3:2 სძლია.

შეგახსენებთ, 20:30 საათზე დაიწყება შეხვედრა და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადასცემს. მატჩის მთავარი არბიტრი პაპუნა მაჭარაძე იქნება.

სამტრედია   2 - 2    დილა

შემადგენლობა

მოვლენები

შუქურა   1 - 2    საბურთალო

შემადგენლობა

მოვლენები

ჩიხურა   1 - 0    ლოკომოტივი

შემადგენლობა

მოვლენები

დინამო ბთ   1 - 2    კოლხეთი

შემადგენლობა

მოვლენები

დინამო თბ   0 - 1    ტორპედო

შემადგენლობა

მოვლენები

სტატისტიკა
0.318039