ნიკოლოზ ბასილაშვილმა (64) საფრანგეთის ქალაქ მეცში მიმდინარე ტურნირის ფინალში გასვლა ვერ მოახერხა. შეჯიბრების ბოლოსწინა სტადიაზე საქართველოს პირველ ჩოგანს ფრანგი ბენუა პერი (41) დაუპირიპირდა, ვინც 6:1, 7:6 იმარჯვა.
პირველი სეტი ტურნირის მასპინძლელმა იოლად, 6:1 მოიგო, მეორეში კი ბასილაშვილმა ძალების მობილიზება მოახერხა და ყველა თავისი მოწოდება მოიგო, თუმცა, პერმაც იგივე გააკეთა, რის შედეგადაცსაქმე ტაი-ბრეიკზე მიდგა. ნიკოლოზმა იქაც გმირულად იბრძოლა და 2 მატჩ-პოინტი გააბათილა, თუმცა ბოლოს მაინც წააგო (5:7).







