ფეხბურთი

2:08 | 23.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" გზიდან უხვევს (+VIDEO)

გერმანიის ბუნდესლიგის VI ტური მიუნხენში გაიხსნა. “ბაიერნმა” მოულოდნელად ორი ქულა დაკარგა და ეჭვები იმის შესახებ, რომ კარლო ანჩელოტის გუნდი არცთუ ისე ჩვეულ კონდიციებშია, კიდევ უფრო გაამძაფრა.

“რეკორდმაისტერი” “ვოლფსბურგთან” შეხვედრას თავიდანვე სერიოზულად მიუდგა და პირველივე ნახევარში სერიოზული ფორმა მოიპივა. ფორა, რომელსაც როგორც წესი, “ბაიერნი” არ ანიავებს და მითუფრო ბუნდესლიგაში. თუმცა, ამჯერად მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. მიუნხენელები რობერტ ლევანდოვსკის ზუსტი პენალტისა და არიენ რობენის გოლით ანტრაქტზე ორბურთიანი უპირატესობით გავიდნენ. მაგრამ, მეორე ტაიმში გერმანიის მოქმედ ჩემპიონს კარგი არაფერი ელოდა – ამაში თავისი წვლილი მანუელ ნოიერის არყოფნაც შეიტანა. სვენ ულრაიხმა მაქსიმილიან არნოლდისგან ისეთი ჯარიმა გაუშვა დამწყებ მეკარესაც რომ არ ეკადრება. მეორე გოლი “ვოლფსბურგმა” თამაშის მიწურულს გაიტანა – დანიელ დიდავიმ ჟერომ ბოატენგს დაასწრო და აუღებელი დაარტყა. რა გასაკვირია, რომ გოლი გავიდა, ულრაიხი ასაღებს ვერ იღებდა და აუღებელ დარტყმასთან რას გააწყობდა...

“ბაიერნმა” ორი ქულა დაკარგა და მართალია “დორტმუნდს” გაუთანაბრდა, მაგრამ... სხვათა შორის, “მგლებმა” მიუნხენში 2001 წლის დეკემბრის შემდეგ (3:3) პირველად არ წააგეს. აქვე ისიც აღვნიშნოთ, რომ მარტინ შმიდტი გახდა იურგენ კლოპის შემდეგ (2011-2014 წლები), რომლის გაწვრთნილმა გუნდმა “ბაიერნთან” სტუმრად თამაში არ წააგო. მოგეხსენებათ, შმიდტმა “ვოლფსბურგი” ერთი კვირის წინ ჩაიბარა.

“ბაიერნზე” კი რა უნდა ითქვას – გუნდში პრობლემები აშკარაა. გერმანული გიგანტი დროზე უნდა გამოფხიზლდეს, თორემ მერე შესაძლოა, თითზე კბენა გვიანიც იყოს...

“ბაიერნი” – “ვოლფსბურგი” 2:2 (2:0) VIDEO

მიუნხენი, “ალიანც არენა”

მაყურებელი: 75 000

“ბაიერნი” (4-2-3-1): ულრაიხი; კიმიხი, ბოატენგი, ჰუმელსი, რაფინია; რუდი, ვიდალი (ტოლისო 63); რობენი (ხამესი 85), მიულერი, რიბერი (კომანი 86); ლევანდოვსკი

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

“ვოლფსბურგი” (4-2-3-1): კასტეელსი; ვერჰაეგი, ტისერანდი, უდოკაი, იტარი; კამაჩო (დიდავი 73), გილავოგი; ვილიამი (ბლაშჩიკოვსკი 46), არნოლდი, მალი; ორიჯი (ბაზური 85)

მწვრთნელი: მარტინ შმიდტი

გოლები: 1:0 ლევანდოვსკი (33, პენ), 2:0 რობენი (42), 2:1 არნოლდი (56), 2:2 დიდავი (83)

გაფრთხილება: ვიდალი (13) – ტისერანდი (18), ვილიამი (25)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 19 (3) – 8 (3) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 7:3 თამაშგარე: 4:0

მსაჯი: კრისტიან დინგერტი

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117755