ფეხბურთი

12:29 | 21.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაიას გოლი და გაძევება (+VIDEO)

ვენის "რაპიდის" ქართველმა ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ ავსტრიის თასის მეორე რაუნდის მატჩი გოლით დაიწყო და გაძევებით დაასრულა.

"რაპიდმა" ქვედალიგელ "ელექტრას" სტუმრად 4:0 მოიგო და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა ქვილითაიამ მატჩის მე-19 წუთზე, მეკარის მოგერიებულ ბურთზე ყველას დაასწრო და ანგარიში გახსნა. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს მალევე დუბლის შესრულებაც შეეძლო, თუმცა მისი ეფექტური დარტყმის შემდეგ ამჯერად მეკარემ იყოჩაღა.

ქართველ ფეხბურთელს მოედნის დატოვება თამაშის დასრულებამდე 17 წუთით ადრე მოუწია, როცა მოწინააღმდეგის საჯარიმოში მისი ვარდნა მსაჯმა სიმულაციად შეაფასა, მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა.

0.113424