ფეხბურთი

22:44 | 20.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ბენზემა “რეალში” 2021 წლამდე დარჩება

როგორც ნავარაუდები გახლდათ, ქარიმ ბენზემამ “რეალთან” კონტრაქტი გაახანგრძლივა. “სამეფო კლუბის” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, 29 წლის თავდამსხმელი “სანტიაგო ბერნაბეუზე” 2021 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

ცნობისთვის, ფრანგი ფეხბურთელის ძველ ხელშეკრულებას ყავლი 2019 წელს გასდიოდა.

ქარიმი “რეალში” 2009 წელს “ლიონიდან” 35 მილიონ ევროდ გადავიდა. მან ამ დროის განმალობაში მადრიდული გრანდის მაისური 371-ჯერ მოირგო და 181 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108405