კალათბურთი

11:22 | 20.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

დრაგიჩმა სანაკრებო კარიერა დაასრულა

სლოვენიის საკალათბურთო ნაკრების ლიდერმა, 31 წლის გორან დრაგიჩმა, რომელმაც ევრობასკეტ 2017-ის მოგებაში ლომის წილი დაიდო, სანაკრებო კარიერა დაასრულა.

“იმას მივაღწიე, რაც მსურდა. ჩვენ ოქროს მედალი მოვიგეთ. ეს კარგი დროა, როცა შემიძლია გითხრათ ნახვამდის”- განაცხადა დრაგიჩმა.

გორან დრაგიჩი სლოვენიის მთავარ გუნდში 2006 წლიდან თამაშობდა, მან ნაკრებთან ერთად ამ ევრობასკეტზე პირველი ტიტული მოიპოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063021