ფეხბურთი

16:39 | 17.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

რობენი: “ტიტული გვინდა? რიბერი მოვა!”

არიენ რობენმა “ბაიერნი”-“მაინცის” მატჩში (4:0) დუბლი შეასრულა. ერთ-ერთი გოლის შემდეგ სათადარიგოთა სკამისკენ გაიქცა და ფრანკ რიბერისთან ერთად აღნიშნა. ჰოლანდიელს ჰკითხეს, თუ რას ნიშნავდა ეს ჟესტი.

“რიბერი “ბაიერნისთვის” ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. თუ ტიტულების მოგება გვსურს, მაშინ რიბერი გვჭირდება. ჩემი ჟესტიც მის მხარდაჭერას უკავშურდება” – განუცხადა რობენმა Bild-ს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.137364