ფეხბურთი

22:35 | 16.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

შერგელაშვილის უზადო შესრულება, სირბილაძის მორიგი გოლი (+VIDEO)

ლატვიის ჩემპიონატში ლაშა შერგელაშვილმა იყოჩაღა: რფს-ის ქართველმა მარცხენაფლანგელმა ლიდერ “სპარტაკსს” გაუტანა (გოლი იხილეთ ვიდეოში) და 1:0 მოაგებინა. კარგი გოლი გაიტანა ლაშამ: მეკარე უხეიროდ გამოვიდა კარიდან, ქართველმა მიასწრო ბურთს და მარჯვენა ფლანგიდან ცაციით ზუსტად დაარტყა. დაახლოებით 30 მეტრიდან.

რფს ლატვიაში მესამე ადგილზეა და ლიდერს 5 ქულით ჩამორჩება, შერგელაშვილი კი გუნდის ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელად მიიჩნევა. ისე, შერგელაშვილს “სამტრედიაშიც” ლამაზი გოლები გაჰქონდა...

ფინეთის პირველ ლიგაში კვლავ გაიტანა ირაკლი სირბილაძემ, თუმცა მისი “კოკოლა” მაინც დამარცხდა ერთ-ერთ აუტსაიდერ “გნისტანთან” (1:2) და მესამე ადგილზეა. სირბილაძის გოლით კპვ იგებდა... შანსი იმისა, რომ 34 წლის ქართველის გუნდი უმაღლეს ლიგაში გადავიდეს, მცირეა.


Loading...
0.108368