ფეხბურთი

21:34 | 15.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

მათე ვაწაძის გოლმა "სილკებორგს" მოაგებინა (+VIDEO)

დანიის სუპერლიგის IX ტურში "სილკებორგმა" მათე ვაწაძის გოლით მოიგო. ქართველმა ფორვარდმა "ოდენსეს" კარი 35-ე წუთზე აიღო და როგორც შემდგომ გაირკვა, ეს გამარჯვების მომტანი გოლი აღმოჩნდა.

მათემ მეკარის მოგერიებულ ბურთს დაამატა და ცარიელ კარში გატანა არ გასჭირვებია. აღსანიშნავია, რომ საგოლე კომბინაციაში აქტიური მონაწილეობა დავით სხირტლაძემაც მიიღო.

ვაწაძე "სილკებორგს" ცოტა ხნის წინ შეუერთდა და მეორედ მოირგო ამ გუნდის მაისური. ჩვენებური 58-ე წუთზე შეცვალეს. რაც შეეხება სხირტლაძეს - 90 წუთი ითამაშა. "სილკებორგმა" ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა და 3 მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა.

ქართველების გუნდს აღნიშნული გამარჯვებით 10 ქულა დაუგროვდა და მეცამეტე ადგილიდან მერვე პოზიციამდე აღზევდა.

0.114945