ფეხბურთი

18:14 | 14.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

“პორტუს” ფეხბურთელმა საკუთარი გუნდის მარცხი “ბეშიქთაშის” გასახდელში აღნიშნა (+VIDEO)

კამერუნის ნაკრებისა და “პორტუს” თავდამსხმელმა ვინსენ აბუბაკარმა უცნაური რამ ჩაიდინა. საქმე ისაა, რომ გუშინ, ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში “პორტუ” საკუთარ მოედანზე “ბეშიქთაშთან” დამარცხდა, კამერუნელი ფეხბურთელი კი მატჩის შემდეგ თურქული გუნდის გასახდელში შევიდა და საკუთარ გუნდის დამარცხება თუ არ აღუნიშნავს, არც ბევრი დაჰკლებია – ყოველ შემთხვევაში, დამწუხრებული ნამდვილად არ ყოფილა.

25 წლის ფორვარდი “ბეშიქთაშის” გასახდელში რაიან ბაბელთან ერთად მშვენივრად ერთობოდა. საგულისხმოა, რომ აბუბაკარი 2016-2017 წლების სეზონში სწორედ “არწივების” ღირსებას იცავდა და როგორც ჩანს, ნოსტალგია მოეძალა.

ვინსენ აბუბაკარი აქამდე “ვალანსიენის” და“ლორიენის” რიგებშიც თამაშობდა. 2014-2016 წლებში “პორტუში” ირჯებოდა, გასული სეზონი “ბეშიქთაშში” გაატარა და ახლა ისევ პორტუგალიურ გრანდს დაუბრუნდა.

0.111633