ფეხბურთი

17:07 | 14.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა კანკავა იტალიის სერია A-ს დაუკავშირეს

სად გააგრძელებს კარიერას საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა? – 31 წლის ნახევარმცველი უკვე 2 თვეა თავისუფალი აგენტია, თუმცა ახალი გუნდი ვერ იპოვა. ბოლო ინფორმაციით, ჯაბა იტალიურ “ჯენოას” დაუკავშირეს.

pianetagenoa1893.net-ის ცნობით, “ჯენოას” მთავარი მწვრთნელი ივან იურიჩი ნახევარმცველის ძიებაშია და რადგან სატრანსფერო ფანჯარა უკვე დახურულია, სწორედ თავისუფალ აგენტებზე აქვს აქცენტი გადატანილი.

წყაროს ინფორმაციით, ჯაბა კანკავა მატიე ფლამინისთან და სალი მუნტართან ერთად განიხილება “ჯენოას” შესაძლო ახალწვეულად.

“ჯაბა კანკავა იყო “დნიპროს” ბოსი, რომელიც 2015 წელს ევროპა ლიგის ფინალში გავიდა. იგი არის დაუღალავი ნახევარმცველი. ბოლოს “რეიმსში” თამაშობდა, რომელიც ცოტა ხნის წინ დატოვა და თავისუფალი აგენტია. კანკავას ყვითელი ბარათების მიღება ახასიათებს, მაგრამ ესეც ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია”, - ასე ახასიათებს pianetagenoa1893.net-ი ქართველ ფეხბურთელს.

ვნახოთ, რამდენად რეალურია “ჯენოასა” და კანკავას დაკავშირება. მანამდე გეტყვით, რომ ჯაბამ ბოლო ორი სეზონი ფრანგულ “რეიმსში” გაატარა, ხოლო იქამდე უკრაინული “დნიპროს” ერთ-ერთი ლიდერი იყო.

0.123775