კალათბურთი

21:40 | 13.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

მანუჩარ მარკოიშვილი "რეჯანაში" წარადგინეს (+VIDEO)

საქართველოს ნაკრების კალათბურთელი მანუჩარ მარკოიშვილი იტალიაში ჩავიდა და “რეჯანასთან” კონტრაქტი ოფიციალურად გააფორმა. ქართველმა მოთამაშემ ახალ გუნდში სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა.

მარკოიშვილმა პატარა კომენტარიც გააკეთა:

“წინასწარ ვერაფერს დაგპირდებით, მაგრამ იტალიაში დაბრუნების სურვილი გულწრფელი და ძლიერია. ერთი სული მაქვს, რომ ჩემი თავგადასავალი “რეჯანაში” დაიწყოს. ძალიან მოტივირებული ვარ”, - განაცხადა მარკოიშვილმა.

მანუჩარ მარკოიშვილი ბოლოს თურქულ “დარუშაფაქაში” ირჯებოდა. იტალია კი, მისთვის ნაცნობი ადგილია - ტრევიზოს “ბენეტონის” 2002-2004 და “კანტუს” ღირსებას 2009-2013 წლებში იცავდა.

ევროპის 2017 წლის ჩემპიონატზე მანუჩარი საშუალოდ თამაშში 7.4 ქულას, 4.0 მოხსნას, 1.2 პასს, 1.2 ჩაჭრასა და 0.4 დაფარებას აგროვებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113652