ფეხბურთი

21:16 | 13.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ძაპაკოსტას აღიარება: "საჯარიმოში ჩაწოდება მსურდა"

ლონდონის “ჩელსიმ” სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს “ტორინოდან” მცველი დავიდე ძაპაკოსტა დაიმატა. ამას კი, ინგლისური გუნდის ქომაგებში ორგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ისინი არ იცნობდნენ იტალიელს.

თუმცა, ორი კვირის თავზე, ძაპაკოსტა “ჩელსიში” ჩინებულად თამაშობს და აგერ, ჩემპიონთა ლიგაზე აზერბაიჯანულ “ყარაბაღს” დაუჯერებელი სილამაზის გოლიც გაუტანა. ძაპაკოსტამ ლამის მთელი მოედანი გაიარა და უკიდურესად მახვილი კუთხიდან გაიტანა.

თუმცა, იტალიელმა ფეხბურთელმა აღიარა, რომ საჯარიმოში ჩაწოდებას სცდილობდა, მაგრამ...

“ბედნიერი ვარ – საოცნებო დებიუტი მქონდა. კმაყოფილი ვარ, განსაკუთრებით გუნდის გამარჯვებით. ჩვენ ჩემპიონთა ლიგა კარგად დავიწყეთ და ასე უნდა გავაგრძელოთ. ამ ტურნირზე რაც შეიძლება შორს უნდა წავიდეთ. ყოველდღე იმისთვის ვმუშაობთ, რომ გავხდეთ იმაზე უკეთესები, ვიდრე დღეს ვართ.

გოლი? – ვიქნები გულწრფელი: ჩაწოდება მსურდა. თუმცა, მოულოდნელად ბურთი კარში აღმოჩნდა”, - განაცხადა ძაპაკოსტამ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1162