კალათბურთი

21:54 | 12.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ევრობასკეტი-2017: ესპანეთი ნახევარფინალშია

ევრობასკეტ-2017-ის მეოთხედფინალურ შეხვედრაში ესპანეთმა გერმანია 84:72 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს გერმანელებმა პირველ პერიოდში პიერენელებს 19:16 მოუგეს. მატჩში გადამწყვეტი მესამე მეოთხედი აღმოჩნდა, რომელიც სერხიო სკარიოლოს შეგირდებმა 31:20 მოიგეს.

საოცარი შეხვედრა ჩაატარა მარკ გასოლმა, რომელმაც გუნდს 28 ქულა, 10 მოხსნა, 4 პასი, 2 ბლოკ-შოტი და 1 ჩაჭრა შესძინა. 27 ქულით გერმანიაში დენის შროდერი გამოირჩა, რომელსაც 8 პასიც ჰქონდა.

ნახევარფინალში ესპანეთი სლოვენია-ლატვიის გამარჯვებულს შეხვდება.

ესპანეთი – გერმანია 84:72 (16:19, 18:14, 31:20, 19:19)

სტატისტიკა

0.111686