ფეხბურთი

23:04 | 11.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჭანტურიას გოლი რუსეთის პრემიერლიგაში (+VIDEO)

რუსეთის პრემიერლიგის მეცხრე ტური “ურალისა” და “სკა ენერგიას” მატჩით დასრულდა – 1:1.

ჩვენთვის საგულისხმო აღნიშნულ შეხვედრაში გიორგი ჭანტურიას გოლი გახლავთ – ქართველმა 54-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი დარტყმა უნაკლოდ შეასრულა და თავისი გუნდი დააწინაურა. პენალტი ქართველის აქტიურობას მოჰყვა: მარჯვენა ფლანგზე ტექნიკურად ითამაშა, საჯარიმოში შევიდა, კარის გასწვრივ ჩააწოდა. იქ კი, მცველმა ხელით ითამაშა. თუმცა, ეკატენინბურგელებმა საქმე გამარჯვებამდე ვერ მიიყვანეს და ქულას დასჯერდნენ.

გიორგიმ მიმდინარე სეზონში მეშვიდე მატჩში მეორე გოლის გატანა მოახერხა. ჭანტურიამ მოედანზე 64 წუთი გაატარა, ხოლო ხაბაროვსკელთა რიგებში არ უთამაშია გიორგი ნავალოვსკის.

“ურალს” 9 ტურის თავზე 1 მოგებით, 7 ფრით და 1 მარცხით (10 ქულა) მეათე ადგილი უკავია, ხოლო “სკა ენერგიას” 7 ქულა აქვს და მე-14 პოზიციაზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104365