ფეხბურთი

23:46 | 10.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალოს" თუ წაუვიდა...

"საბურთალოს" ახასიათებს ასეთი მატჩები. წაუვიდა თამაში და აი, შედეგიც - 5:0 ბათუმის "დინამოსთან", რომელიც სუსტ სეზონს კი ატარებს, მაგრამ ასეთი ანგარიშით წაგება მაინც ნამეტანია.

მშვენივრად ითამაშა გიორგი ხარაიშვილმა, რომელმაც ორი გოლი გაიტანა და საერთოდაც, ყველაფერი გამოსდიოდა მინდორზე. ზოგადად, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს ნამდვილად აქვს შანსი, რომ ევროპა ლიგაზე გამსვლელი ადგილი დაიკავოს. საამისოდ კი, დიდი შანსია, მეოთხე ადგილზე გასვლა ეყოს.

თბილისი. დავით პეტრიაშვილი

ეროვნული ლიგა. 25-ე ტური

საბურთალო (თბილისი) - დინამო (ბათუმი) 5:0 (3:0)

საბურთალო: კუპატაძე, იაშვილი, ცნობილაძე, თედორე გრიგალაშვილი, ნადარაია (მალი 77), თარხნიშვილი, ხარაიშვილი, ბიძინაშვილი, შინდაგორიძე, ვოლკოვი (გვარაძე 51), კოხრეიძე (მუეცი 64)

მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

დინამო ბთ: შოვნაძე, ფარტენაძე, მგელაძე (მარცვალაძე 21), მახარაძე, სუხიაშვილი, არზიანი, ფლამარიონი, ელგუჯა გრიგალაშვილი, შონია, კვასოვი, კვანტალიანი (ჭკუასელი 71)

მწვრთნელი: კონსტანტინ ფროლოვი

გოლები: 1:0 ვოლკოვი (35), 2:0 ხარაიშვილი (38), 3:0 შინდაგორიძე (45 პენ), 4:0 ხარაიშვილი (82), 5:0 მუეცი (86)

გაფრთხილება: ნადარაია - მახარაძე

მსაჯი: კვირიკაშვილი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117522