კალათბურთი

22:25 | 10.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

ესპანეთმა თურქეთი ბოლო პერიოდში გატეხა

ევრობასკეტ-2017-ის 1/8-ფინალურს შეხვედრაში ესპანეთმა მასპინძელი თურქეთი 73:56 დაამარცხა. პირველი სამი პერიოდის განმავლობაში თურქეთი მეტ-ნაკლებად ცდილობდა ესპანეთი ძალიან არ გაქცეოდა და მეოთხე პერიოდის დასაწყისში სერხიო სკარიოლოს შეგირდები მხოლოდ 4 ქულასღა იგებდნენ. მაგრამ დასკვნით მეოთხედში პირენელებმა თურქებს გადამწყვეტი გაქცევა გაუკეთეს და მეოთხედფინალში გავიდნენ, სადაც გერმანიის ნაკრებს შეხვდებიან.

ესპანეთში 15 ქულით რიკი რუბიო და 11-11 ქულით პო გასოლი და სერხიო როდრიგესი გამოირჩნენ. თურქეთში საუკეთესო 20 ქულით კორკმაზი იყო.

ესპანეთი - თურქეთი 73:56 (19:10, 14:15, 16:18, 24:13)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11444