ფეხბურთი

18:41 | 10.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

გუდიონსენმა კარიერა დაასრულა

ისლანდიის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელმა ეიდურ გუდიონსენმა კარიერა დაასრულა. გუდიონსენი 15 სექტემბერს 39 წლისა ხდება. ის ბოლოს ინდოეთის "პუნა სიტიში" თამაშობდა.

პსვ, "ჩელსი", "ბარსელონა", "მონაკო", "ტოტენჰემი", "სტოკი", "ფულემი", აეკ, "ბრიუგე" - ეს არასრული სიაა იმ გუნდებისა, სადაც გუდიონსენს უთამაშია. ორჯერ მოიგო ინგლისის პრემიერლიგა, ერთხელ პრიმერადივიზიონი, 2009 წელს კი ჩემპიონთა ლიგაც "ბარსასთან" ერთად.

გუდიონსენს ისლანდიის ნაკრებში 88 მატჩი აქვს ჩატარებული და 26 გოლიც გაიტანა.

ის მწარედ გვახსოვს თბილისის "დინამოსა" და ათენის აეკ-ის მატჩიდან. დამატებით დროში გუდიონსენმა მოიპოვა პენალტის უფლება, რომელიც აეკ-მა გოლად აქცია და ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის შანსი გადაგვეწურა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110986