ფეხბურთი

22:35 | 9.09.2017 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსის" სამიდან სამი (+VIDEO)

ტურინის "იუვენტუსმა" იტალიის ჩემპიონატის მესამე ტურში "კიევო" 3:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილს 9 ქულით ლიდერობს. 1981 წლის შემდეგ "ბიანკონერმა" პირველად მოახერხა სერია A-ს საწყის სამ შეხვედრაში მინიმუმ ათი გოლი გაეტანა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა ჯამში 10 გოლი გაიტანა და 2 გაუშვა.

მატჩში ანგარიში სტუმართა ფეხბურთელმა გახსნა - პერპარიმ ჰეტემაიმ საკუთარ კარში გაიტანა. მეორე ტაიმის დაწყებიდან 13 წუთში გონსალო იგუაინმა მირალემ პიანიჩის გადაცემით იხერა, საბოლოო ანგარიში კი პაულო დიბალამ 83-ე წუთზე დააფიქსირა.

"იუვენტუსი" - "კიევო" 3:0 (1:0) (VIDEO)

ტურინი, "ალიანც სთედიუმი"

იუვენტუსი: შჩესნი, ასამოა, რუგანი, ბენატია, ლიხშტაინერი, მატუიდი, პიანიჩი, სტურარო (ბერნარდესკი 76), მანჯუკიჩი (ბენტაკური 83), კოსტა (დიბალა, 54), იგუაინი

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

კიევო: სორენტინო, გობი, დაინელი, გამბერინი, კაჩიატოე, კასტრო, რადოვანოვიჩი, ჰეტემაი (რიგონი 68), ბირსა, პუჩარელი (პელისიერი 66), ინგლეზი (ლერისი 76)

მწვრთნელი: როლანდო მარანი

გოლები: 1:0 ს.კ ჰატემაი (17), 2:0 იგუაინი (58), 3:0 დიბალა (83)

გაფრთხილება: მანჯუკიჩი (52), მატუიდი (79) - ჰეტემაი (22)

სტატისტიკა: კარისკენ დარტყმები: 15(4) - 14(2), ბურთის ფლობა: 57% - 43%, კუთხურები: 10:6, თამაშგარე: 5:1

0.114325